>”მოგზაურობა” ბეშუმში

>
მოკლედ, როგორც იქნა ერთი კვირით დასასვენებლად გავედი და ბეშუმს მივაშურე. ხალხი ბათუმში მოდის დასასვენებლად და მე მივრბივარ… საერთოდ, არ ვარ ”სკუშნი” დასვენების მოყვარული, მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა მირჩევნია, მაგრამ წელს ძალიან გადავიღალე… მთელი წლის განმავლობაში სწავლამ და მუშაობამ ისე დამღალა, რომ ერთი კვირით სადმე რომ არ წავსულიყავი, ალბათ გავაფრენდი…
ხოოოდა, წინასწარ მოვამზადე სტატიები, შევუთანხმდი რედაქტორს და მივაშურე მთას.
თავგადასავლები გამგზავრებამდე დაიწყო – მძღოლი მანქანას არ მიჩერებდა, ადგილები არ მაქვსო, არადა ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდა. როგორც იქნა, დავუმტკიცე მძღოლს რომ ცდებოდა და მარშუტკაშიც დავჯექი. იქ საინტერესო არაფერი ხდებოდა, გარდა იმისა, რომ უკანა სკამებზე რამდენიმე ”თანამედროვე” ახალგაზრდა იჯდა გიტარით. როგორც ეტყობოდათ, გიტარაზე დაკვრა არც ერთმა იცოდა, მაგრამ რა ექნათ, მოდაშია, თან ”გოგონებს მოსწონთ ბიჭი გიტარაზე რომ უკრავს” და წამოათრიეს🙂
ბეშუმში პირველად მივდიოდი და ამიტომ, მარშუტკიდან საინტერესო სანახაობაც ბლომად იყო – დასახლებები, ბუნება და ხალხი…
სულ სხვანაირი მეგონა ბეშუმი, მაგრამ დამხვდა თანამედროვე, მხიარული, თავისი ბაზრით, სუპერმარკეტებით, აფთიაქებით, კინოთეატრითაც კი და რა თქმა უნდა ”ძაან სვეცკი გოგჩოებით”.
მივედი სახლში, სადაც უკვე მერამდენე კვირაა მელოდებოდნენ ნათესავები და გემრიელი და ჩემი საყვარელი კერძები მოემზადებინათ. სადილობამდე ჰამაკი ”დავჯავშნე” ერთი კვირით და შევუდექი დასვენებას…
მიჭირს გადმოვცე შთაბეჭდილებები – ჰამაკი, საყვარელი და უკვე კაი ხანია მივიწყებული საქმე – კითხვა, პატარ-პატარა სისულელეების წერა, საღამოს კოცონი და სრული დასვენება ყოველდღიურობისგან…
დილით 12 საათზე ვიღვიძებდი, ვსაუზმობდი და მთელი დღე ჰამაკში ვეგდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვკითხულობდი წიგნს ჯეკ ლონდონის ცხოვრებაზე (რატომღაც, ბოლო დროს ჯეკ ლონდონმა გამიტაცა), ვუსმენდი ბავშვობის მელოდიებს მულტფილმებიდან და კინოფილმებიდან, საღამოობით კი კოცონზე გავდიოდი ჩემს ძმასთან ერთად. მერე რა რომ სულ უცნობი ხალხი იყო და თან ყველა ჩემზე უმცროსი, დროს კარგად ვატარებდი და სახლში დაღლილ-დაქანცული მივდიოდი, რის შემდეგაც გემრიელად მეძინებოდა.
ერთ დღესაც საშინლად გაწვიმდა და ტალახში ისე ამოვისვარე, ბავშვობა გამახსენდა – ფეხსაცმელზე დიდი ტალახები რომ გაქვს და ფეხები ისე დაგიმძიმდება, ძლივს რომ მითრევ…
ნახევარ საათში ისევ მშვენიერი ამინდი იყო და რაც მთვარია, ორი ცისარტყელა ერთად, თან მთელი რკალი დავინახე. მანამდე მხოლოდ ცისარტყელის ნაწილი მქონდა ნანახი, ახლა კი მთლიანი, მკვეთრ ფერებიანი ორი ცისარტყელა ერთდროულად… მაგარი იყო!..
ერთხელ სეტყვაც წამოვიდა, ასეთი სეტყვა ჯერ არ მინახავს, ძალიან დიდი იყო…
ტყეშიც ვიყავი გასული, ვითომ სოკოების დასაკრეფად, მაგრამ ტყე დავათვალიერე მხოლოდ და ფოტოები გადავიღე.
მოკლედ, ერთი კვირა ისე გავიდა, ვერაფერი გავიგე… მოვდიოდი ბეშუმიდან და მეგონა რაღაც მრჩებოდა, ამბობენ, ბეშუმი ერთხელ თუ მოგეწონა ყოველთვის ასე იქნები განწყობილი, თუ არადა პირიქითო. მგონი მართალია…

p.s. ფოტოზე მე ჰამაკში, ბეშუმის ცისარტყელა,ბეშუმის სეტყვა მინდორში და ხელზე და ”ბეშუმელი გვირილა”🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/08/18, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 15 Comments.

  1. >ისე გაქვს ყველაფერი აღწერილი, რომ წასვლა მომინდა. არც მე მიყვარს ე.წ. ”პენსიონერული დასვენება”, მაგრამ ბოლო დროს დაღლილობისგან აქტიურ დასვენებას ვეღარ ვუძლებ. ხულოშიც არ ვარ ნამყოფი, თუმცა გოდერძის უღელტეხილი ნანახი მაქვს, მაგრამ რა მინდოდა იქ ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს, ერთი რაც მახსოვს არის ის, რომ უღელტეხილზე ყოფნისას ვჭამდი სრულიად უმარილო კარტოფილის ”პერაშკებს” (უმარილო იმიტომ იყო, რომ ის ვისაც აღნიშნული საგზალი ეკუთვნოდა პოლ ბრეგის თავგადაკლული მიმდევარი იყო)🙂

  2. >შენს ”პერაშკებზე” ბავშვობაში გაგონილი ერთი საინტერესო და სასაცილო ფრაზა გამახსენდა _ ”როცა გშია ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია”🙂 (აკაკი წერეთლისაა მგონი, მარა თავს ვერ დავდებ. რატო მახსოს დღემდე, ვერ გეტყვი…), ხოდა, შენც მასე იყავი ალბათ :-)დასვენებას რაც შეეხება, ბეშუმი მართლაც კაი ვარიანტია, არავინ გაწუხებს, მით უმეტეს თუ იციან, რომ მთელი წელი მუშაობდი და დასვენება გინდა :-)ხოდა, შეგიძლია ტელეფონიც გათიშო, ინტერნეტის ფუფუნებაც ნაკლებადაა და ფაქტიურად სამოთხეში ხარ🙂

  3. >ნამდვილად სამოთხეა ნებისმიერი ადგილი, რომელიც მაქსიმალურად შორსაა ”ცივილიზაციისგან”, სადაც არ გაწუხებენ და შეგიძლია მოიშორო საკომუნიკაციო საშუალებები🙂

  4. რა კარგია! ხულოში ვიყავი ერთხელ… უმაგრესი ხალხი დამხვდა, მეპატიჟებოდნენ, დარჩიო, ბეშუმში აგიყვანთო, მაგრამ ვერ დავრჩებოდი🙂 თანაც როგორ დამანახეს, იცი? აგერ, იმ მთას ხომ ხედავ? გადაივლი და იმის იქითაა ბეშუმიო..🙂
    ისე, ძალიან მომეწონა მაღალმთიანი აჭარა!

    • ვერ გადაირბინე მერე მთაზე?😀
      კი, ლამაზია მაღალმთიანი აჭარა ნამდვილად. ბეშუმი კიდე ცალკე ამბავია, ერთი პოსტი არ ყოფნის აშკარად🙂
      როგორც კი გამოგიჩნდება შანსი, წადი, დაისვენებ ნუ რავიცი, რომ ვერ ვამბობ ისე🙂

      პ.ს. ეს კომენტარი წეღან აღმოვაჩინე შემთხვევით, სად გამეპარა აზრზე არ ვარ🙂

  5. აუ როგორ მომეწონა პოსტი :>

    • უიმე, გამახარე ახლა მე შენ ^_^
      მეორე პოსტია ჩემი მგონი და საშინლად მიწერია რაღაცეები, მარა მაინც არ წავშალე🙂

  6. ბეშუმი არის სამოთხე))მეც ვიყავი რამოდენიმე წლის წინ და მას მერე იქ დაბრუნებაზე ვოცნებობ))უშედეგოდ))

    • მეც მეგონა, რომ იმ შთაბეჭდილებების მერე წელს აუცილებლად წავიდოდი, მაგრამ რავი… ტუმცა, ხომ იცი, ყველაფერი მონდომების ამბავია😉

  7. ხო გეთანხმები.ჩემს შემთხვევაში გამბედაობისა უფრო :დ

  8. სწორედ მაგ დროითვის მეც ბეშუმში ვიყავი… : ) გემრიელადაც ,,დავისეტყვე” და ცისარტყელითაც დავტკბი … მოკლეთ მშვენიერი ბლოგია და მიხარია კიდევ რომ ვიპოვე ადამიანი, რომელსაც უყვარს ყვითელგულა ყვავილი.. : )

    • მე კიდე ძალიან მიხარია შენი სტუმრობა და ეს კომენტარი ^_^
      გელოდები კვლავაც😉

  9. iqneb mitxrat rogor davkavhirde am kotejebis patronss ?

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: