ამბავი ერთი უცნაური დღისა ანუ ”ჩიპზე” წაშლილი საკუთარი მეხსიერება


თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, არადა წინა დღით უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავი ბანკეტი გვქონდა, შესაბამისად მინიმუმ ცოტათი თავი უნდა მტკიებოდა. მაგრამ არაფერიც!.. არ დავლიე და თავს რა ჯანდაბა ამატკიებდა დილით🙂 ხოდა, ბანკეტზე ყველაზე პასუხისმგებლიანის ტიტულმიღებულმა, არც ამჯერად დავიზარე და დილის 7 საათზე სავარჯშოდ სტარტი ავიღე. ჩემს ნაცვლად,რატომღაც ჩემს ”უბანკეტო” ჩემს მეგობრებს ჩაეძინათ და პირველად, მარტო წავედი სავარჯიშოდ…
ვივარჯშე და სასიამოვნოდ ვიბანავე კიდეც, ხოდა დავბრუნდი სახლში ბედნიერი. მაგრამ ვინ გაცალა, ჩამოკრა სამსახურში წასვლის საათმა და მეც გავვარდი… თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ რაც იქ მოხდა, დღემდე მწარედ მახსოვს…
ორი სტატია უნდა დამეწერა, უკვე ვიცოდი რაზეც, მაგრამ მუზა თუ რაღაც მაგდაგვარი არადა არ მოდიოდა. დიქტოფნის უქონლობის გამო (არადა, მთავაზობდნენ) საყვარელი და მრავალი დანიშნულების მქონე ტელეფონის (უბრალო არ გეგონოთ, ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე! :-)) დიქტოფონიდან ჩანაწერის კომპ-ში გადაგდება გადავწყვიტე, ხოდა დაინსტალირების ნაცვლად დავაფორმატე… აი, სხვადასხვა ნაწარმოებებში ხომ წაგიკითხიათ ფრაზა ”ნემსი რომ შეგერჭო სისხლი არ გადმოდინდებოდაო” თუ რაღაც ამდაგვარი, ხოდა მეც სწორედ ეს დამემართა იმ წამს…
რატომღაც ვერ მოვიშორე ეს ჩვევა, ყველა ტელეფონს ისე ვეჩვევი, რომ ყველაფერს იქ ვწერ და აი შედეგიც!.. ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმ ფაილებს არაფერი ეშველება, სამუდამოდ დაკარგულია… სიმღერებს და ფოტოებს (რა თქმა უნდა იმას, რაც ჩემი დაგაღებული არაა, არადა საკმაოდ კარგი ხარისხის მობილური მაქვს და ბევრი საინტერესო მომენტი აღვბეჭდე ფოტოთი…) რა თქმა უნდა ვიპოვი სადმე და გადმოვწერ, მაგრამ…
ეეეჰ!.. ახლაც მტკივა გული… გადავწყვიტე კომპ-ში დავაკოპირო ტელეფონის ყველა ფაილი…მარა შემეზარება ალბათ, თან გულში იმედი მაქვს რომ ასეთი ”რამე” აღარ განმეორდება… ამასწინათ კიდე draft-ებში შენახული მლიონი სტატიის იდეა წამეშალა და ნახევარიც ვერ აღვიდგინე გონებაში… ჭკვინი ადამინი სხვის შეცდომებზე სწავლობს, დებილი კი საკუთრზეც ვერაო… ეეეჰ!..
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო… ჩემმა კურსელებმა რატომღაც ბანკეტის მეორე დღეს ე.წ. ჩანჩქეერზე (”ე.წ.” რატომაა ამას ქცვევით მოგიყვებით) გადაწყვიტეს წასვლა, მაგრად კი მეზარებოდა და თან საყვარელი კურსელების ნახვის პერსპექტივა არც ისე მახარებდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი… ჩემმა მეგობარმა კი (კურსზე ერთადერთი და საერთოდაც ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამინი) უარი განაცხადა წამოსვლაზე. ანუ წაშლილი მეხსიერებით და აშლილი ნერვებით უნდა წავსულიყავი ”საყვარელ” კურსელებთან, თანაც მარტო…
ჩემს სიცოცხლეში სხარტად და სწრაფად იშვიათად თუ გამიკეთებია რამე და მაინცდამაინც ახლა მოვინდომე სწრაფად წამოდგომა სამუშაო მაგიდიდან, და ჰოი საოცრებავ!..🙂 ამ დროს როგორღაც საყვარელი ფეხსაცმელიც კი გავაფუჭე,თან ისე, რომ იმით აღარსად წაისვლებოდა. ატირებას ცოტა მაკლდა, უფრო სწორად აღრიალებას… მაგრამ ახლაც შევიკავე თავი, მე ხომ დიდი და საამაყო მოთმინების გრძნობა მაქვს!!! (სწორედ მისი დამსახურებაა ბევრი ცუდი და ცოტა კარგი რამ ჩემს ცხოვრებაში).
მოკლედ,როგორც იქნა, მივაღწიეთ ე.წ. ჩანჩქერამდე და რას ხედავ, სადაა ჩანჩქერი. ჯერ შემეშინდა სიცხის გამო ხომ არ დაშრა მეთქი, არაო, სულ ასე იყოო… კინაღამ გავიგუდე სიცილით, რა ჩანჩქერი, რის ჩანჩქერი, ოდნავ დამრეც ქვებზე ცოოოოტა წყალი გადმოდიოდა… საინტერესოა, აგენმა ნიაგარა რომ ნახონ,რას დაარქმევენ?! რუ თუ ჩანჩქერია, ჩანჩქერი წარმოგიდგენიათ რა იქნება მათთვის?
მოკლედ, ამ გაოცებულ და მხიარულ ნოტაზე დავიწყეთ ქეიფი, იმასაც თუ ქეიფი ერქვა… აღმოჩნდა, რომ ”პლავკა” ყველას წამოეღო, ჩემს და კიდე რამდენიმე ჩემსავით ”ჭკვინი”გოგოებისა… ხოდა, ვიჯექით და ვუყურებდით გუბეში მობანავე ჩვენს ტიტველ კურსელებს… მაგარი სანახაობა კი იყო🙂
სახლში დაღლილ-დაქანცულ-განადგურებული დავბრუნდი და მაშინვე დავიძინე, იმ იმედით რომ ასეთი დებილი დღეები უახლოეს მომავალში აღარ იქნება…
პ.ს. საინტერესოა, ადამიანი ყველაფერში დადებითს უნდა ეძებდესო ამბობენ და თუ ვერ იპოვა რა ჯანდაბა უნდა ქნას?!

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/07/26, in бывает и так... and tagged , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. >არსებობს დღეები, რომლებიც ცუდად იწყება და კიდევ უფრო საშინლად გრძელდება, თუმცა 1 დღეს კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ ასეთი პერიოდი 1 ან მეტი კვირა რომ გრძელდება შეუძლებელია ამის ატანა. როცა ხვდები, რომ მსგავსი პერიოდი დაიწყო უნდა დაჯდე სახლში, გადაიფარო საბანი და დაიძინო (რამაც იმ შემთხვევაში თუ მუშაობ შეიძლება კიდევ უფრო უარესი შედეგი მოიტანოს ვიდრე, ზოგადად დამპალმა პერიოდმა), ჰოდა რა უნდა ქნა ასეთ დროს კაცმა არ იცის🙂🙂🙂

  2. >კაარგად უნდა დაძებნოს.. შიშველ კურსელებზე მაინც ვერ იკაიფე??😀😀

  3. >ეძებს, ეძებს🙂 ხან პოულობს, ხან ვერა :-)შიშველ კურსელებზე კი ვიკაიფე, მარა იმ სიცხეში მარტო ეგ მეყოფოდა?😀 წყალში ჩახტომა იქნებოდა უუუf!..😀😀

  4. რა საინტერესოა, გვირილიკო..❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: