მეც მოგისმენ

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (ეს ვერ გავარკვიე ჯერ :-D), გადავწყვიტე ბლოგს ახალი პეიჯი დავამატო, სადაც მეტყვი შენს აზრს ყველაფერზე, რასაც ჩემს ბლოგზე ნახავ.

ბლოგი ჩემია და შესაბამისად, ჯერ საკუთარი თავისთვის ვწერ და არა იმიტომ, რომ სხვას თავი მოვაწონო. სწორედ ამიტომაა, უამრავი სისულელე რომ მიწერია, მარა ჩემია და იყოს🙂

მიუხედავად ამისა, არ იქნება სიმართლე რომ ვთქვა, მკითხველის აზრი არ მაინტერესებს-მეთქი. მით უმეტეს, თუ ეს იქნება ჯანსაღი კრიტიკა და რამეს ვისწავლი. “სწავლა სიკვდილამდე”-ო და რა მიშლის ხელს? არც არაფერი…

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ პეიჯის გაკეთება. გარდა ამისა, არ მგონია სამართლიანი იყოს მარტო მე ვილაპარაკო და შენ მისმინო, დიალოგი მომგებიანი რამეა ორივე მხარისთვის. ხოდა, ვისაუბროთ ჩვენც😉 ხანდახან ვიკამათოთ კიდეც, იქნებ აქაც დაიბადოს პატარა ჭეშმარიტება, რა იცი რა ხდება😉

მოკლედ, ბლოგთან დაკავშირებულ საკითხებზე (შეიძლება სხვა საკითხებიც) თუ გექნება კითხვა, აზრი, იდეა და ა.შ., ყურადღებით გისმენ. გარდა ამისა, შეგიძლია მითხრა რა მოგწონს და რა არა ჩემს ბლოგზე, მე ვიფიქრებ დახვეწაზე.

სულ ეს იყო. ახლა შენი ჯერია, ყურადღებით გისმენ!..😉

  1. დიდი მადლობა თბილი მოლოცვისათვის! :*:*:*

    მე დამემართა, თავიდან ჩემთვის ვწერდი და მერე მკითხველი რომ მომემატა, დავიწყე მათი აზრის გათვალისწინება და სხვანაირი ბლოგი გამოვიდა… არ მომწონს. ხოდა, ამიტომ, შენი გაისწორე ხოლმე და სხვების აზრი დაიკიდე! :* ბლოგზე მაინც…🙂

    • სრულიად გეთანხმები. ერთი პერიოდი მეც მასე დამეწყო, მარა მგონი გამომდის დავძლიო. ეს პეიჯი წერას ნაკლებად ეხება, უფრო სხვა სახის კომენტარებს ველოდები. იქნებ ვინმეს რამე აინტერესებს, რავი… მოკლედ, დიალოგის მომხრე ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წერის მხრივ შევიცვლები. ისედაც ვბჟუტურებ და არევა მინდა კიდე?😀

      მოლოცვისთვის კიდე არაფრის😛

    • +1 dias azrs ^_^

  2. პოსტების გადაჭრა არ გიცდია, გვირილა?

    პირველი ორი (ან სამი, პოსტს გააჩნია) აბზაცის შემდეგ more თეგი რომ ჩასვა, უფრო კოხტა არ იქნება?

    • მოლი, მაგაზე ვიფიქრე, მაგრამ მერე დავასკვენი, რომ არ ღირს. თუ ბლოგის მუდმივი მკითხველი არ ვარ, გადაჭრილ პოსტებში არ შევდივარ ხოლმე, რაღაცნაირად მეზარება. ხოდა, მაგიტომ დავტოვე ასე.

      მადლობა მოლი❤

  3. როგორ მომეწონა ეს მუსიკა.. გადავწერე :):):)

    • რაღაცა ჯგუფი აღმოვაჩინე და მერე განახებ თუ გინდა, კაი ხალხია😉

      • სიმღერა რომ გადავწერე ვეძებდი მერე youtube-ზე , როგორც წესი ვნახულობ ხოლმე და ვერ ვნახე.. The Burk. ხომ ასეა? მინდა კი🙂 მანახე სხვა სიმღერებიც მერე..

        • THE BURKBAND არის ჯგუფის სახელი, youtube-ზე ერთი სიმღერა აქვთ მხოლოდ, ახლა რაც მაქვს ბლოგზე ის, მარა ფოტოებითაა აწყობილი. ანუ სხვას ვერ ნახავ ჯერ. სიმღერებს განახებ მერე😉

  4. მომწოონს შენი ბლოგიი.. არაფერი არ შეცვალო იყავი ის რაც ხარ და ჩემთანაც შემოირბინე… სულ ახალიაა მაგრამ მაინც… მე ვერაფრეს გირჩევ და იიქნებ შენ მაინც მირჩიო რამე😀 მოოკლედ შემოდი … http://www.farvanashome.blogspot.com.. წინასწარ მადლობ!! :))

    • ვაიმე, რამდენი მადლობებია😀 შემოვალ, აბა რას ვიზამ😉

      მადლობა შენ თბილი სიტყვებისთვის, სტუმრობისთვის და კომენტარისთვის. რას ჰქვია ვერ მირჩევ, აუცილებელი კი არაა 10 წელი გქონდეს ბლოგი შენი აზრი რომ თქვა. გაიხსენი უფრო😉

      შემოგივლი ამ დღეებში, ოღონდ ლინკი სწორად დამიწერე, ეს არასწორიაო😦

  5. ძალიან მომწონს ეს ნათელი ფერები… რაღაცნაირი დადებითი მუხტი აქვს ყველაფერს…გაზაფხულის განწყობაა❤ ხოდა გისურვებ რომ (" სწორედ ამიტომაა, უამრავი სისულელე რომ მიწერია, მარა ჩემია და იყოს") ამ სისულელეებით ჰპოვო დაინტერესება მკითხველში..რასაც სისულელეებს ვერ დავარქმევდი ვერანაირად :)))) წარმატებები და წარმატებებიიი:))))<3

    • დიდი მადლობა შენ :-* მგონი უკვე მეწერა სადრაც, რომ დიზაინს არანაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ და ძალიან მიხარია, როცა მოსწონთ ^_^

      მიხარია, რომ დადებითი მუხტი მოაქვს, მიყვარს მე დადებითი მუხტები ^_^

  6. არარეალური რეალურ სამყაროში ♥

    ძალიან მაგარი იდეაა ეს ახალი პეიჯი : )) მომეწონა ძალიან ….

  7. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ვაიმე გვირილ.როგორ მომეწონა შენი ახალი დიზაინი ვერ აღგიწერ :* აი კივილამდე მაგარია🙂

    • ძალიან მიხარია ^_^
      და ისიც მიხარია, რომ ამ გვერდზე წერ ამას😉
      უფრო აქტიური მინდა გავხადო ეს გვერდი კონტაქტისთვის და არ მეღირსა რა😦

      • ♥ Miss.Catalan.. ♥

        რავიცი,ვფიქრობდი სად დამეწერა,და ბოლოს ეს გვერდი სევარჩიე :დ მგონი სწორად მოვაგენი :დ

  8. მგავხარ რაღაცით = )) ან მე გგავარ .. )

  9. ხოდა გვირილ ეხლა რა იქნება კარგი იცი, ის ყვითელი გვირილებიანი დიზაინი დაუბრუნე ბლოგს🙂

    • აუცილებლად ნიკა, ის ბექი ყველაზე მეტად მომწონს🙂
      ოღონდ ჯერ თოვლის და ზამთრის განწყობა მაქვს და ბლოგზეც იმიტომაა ასეა. თბილი ზამთარი ოღონდ ^_^
      უფრო თბილი გაზაფხული რომ მოვა, რაღაც-რაღაცეებს შევცვლი.
      მადლობა :*

  10. რა კარგი რამეა ეს ბლოგები … განსაკუთრებით მომეწონა ეს და კიდევ ორი ბლოგი, butterfly-ს ბლოგი და ✿ Daisy ✿ , ასევე სვითიც😀 ცუდია აქამდე რომ არ ვკითხულობდი ბლოგებს (( 😀

  11. რა საყვარელი ხარ , მე პირველად ვარ შენს ბლოგზე და ძალიან მომწონს დიზაინი გაქვს ძალიან კარგი ნუ მე მომწონს. ეს პირველი პოსტი იყო რომელიც შენს ბლოგზე წავიკითხე და მომეწონა ძალიან, ისე რა კარგად მოიფიქრე :დ ეს საუბარი :დ

    • მადლობა🙂
      ხოდა, მოდი ხოლმე და ვისაუბროთ😉
      მიხარია შენი შეფასება.
      კიდევ შემომიარე, დაგელოდები😉

  12. მომწონს,.. თანაც ძალიან…. არაფერს შევცვლიდი. ნამდვილია, ზედმეტი კეკლუცობისა და ყალბი თავმდაბლობის გარეშე. საინტერესოდ აზროვნებ და გადმოსცემ ნააზრევს. მაგარია… ინტერნეტში პირველად გამიჩნდა გრძნობა, რომ ახლობელს ვესაუბრები. ისე წიგნებიც ერთნაირი გვყვარებია. ნამდვილი მეგობარი (მართლა მეგობარი) მხოლოდ ერთი მყავს, რატომ ვიფიქრე, რომ შენთან ალბათ ვიმეგობრებდი… თვითონვე გამიკვირდა. გმადლობ ამ სასიამოვნო გაოცებისთვის.

    • დილიდან სასიამოვნო განწყობა შემიქმნა შენმა კომენტარმა.
      მადლობა შენ ამ სასიამოვნო კომენტარისთვის.
      არაფერი გვიშლის ხელს მეგობრობაში, დავიწყოთ ასე ვირტუალურად და გავაგრძელოთ მერე🙂
      შემომიარე ხოლმე, დაგელოდები.

  13. სამსახური დამიმთავრდა და ვიდრე ახალ საქმეს დავიწყებ, შენს ნათელ და თბილ მინდორზე შემოვირბინე ფეხშიშველმა. მიკვირს და თან მიხარია, რომ ასეთი ნათელი მდელო არსებობს , ალბათ შენც აქვე ხარ სადმე, ბალახზე გაწოლილი ბალახის ღეროს ათამაშებ და უღრუბლო კრიალა ცას შესცქერი. რა ცუდია, რომ მეჩქარება და გვერდს ვერ დაგიმშვენებ..ან დაგიმახინჯებ, რა ვიცი. გავიქეცი ახლა, თორემ საქმე მაქვს თავზე საყრელი. არ მოიწყინოოოოოოოოო

  14. მშვენიერი ბლოგია, მომეწონა… განსაკუთრებული აღფრთოვანება კი “სახლს”- ძალიან თბილი პოსტია. მეგონა ჩემ ნაწერს ვკითხულობდი ისეთი ემოციური თანხვედრა იყო

  15. მე ისე მიყვარს, პატარა მდელო, სადაც გვირილის ფერები მათრობს,
    სადაც ნიავი მუბუქად არხევს თმის კულულებს და მზის სხივი მათბობს,
    სადაც მუდმივად გაზაფხულია, ჭიამაიებს ჩურჩული უყვართ,
    სადაც უყვარხართ, სადაც ფიქრობენ, სადაც გელიან… გელიან მუდამ….

  16. ბედნიეროფობიას წავიკითხავ და ბედნიერი ვარ… ძალიან მომწონხარ

    • როგორ გამახარე ^^
      მადლობა.
      დიდზე დიდ ბედნიერებას გისურვებ და ყოველდღიურ პატარა ბედნიერებებს.

  17. უკვე ჩვევად მექცა, შემოვალ თუ არა შენთან შემოვიხედო. მომენატრა შენი ხმის გაგონება და გწერ… ძალიან მომინდა ჩემი ბავშვები გაგაცნო… ისინი მთელი ჩემი ცხოვრებაა ამჟამად. ნახე რა, როცა (ან თუ) მოიცლი. თან შენი აზრი მაინტერესებს ჩვენს საიტზეც (დიზაინს ვგულისხმობ). ჩემთვის შენს შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მისამართია: gmgimnazia.ge ძირითადი მენიუდან წრეებში გახვალ, იქიდან კი ლიტერატურულ-თეატრალურ წრეს ესტუმრე. იქ ყველა ჩემი ბავშვია.

  18. mari var

    • ჩემი ხმის გაგონება?🙂
      გადავალ ახლა და შევავლებ თვალს, დრო ბევრი არ მაქვს, მარა რაც მაქვს იმ დროში ვნახავ🙂
      მიხარია რომ ჩემი აზრი ცოოოოტათი მაინც მნიშვნელოვანია შენთვის :*

      • რა საყვარლები არიან ^^
        მომწონს მსგავს რაღაცეებს რომ აკეთებენ ზოგადად😉
        საიტის დიზაინზე რა გითხრა აბა, მე არაფერი გამეგება მაგის. ეს პირადი ბლოგია და რასაც მინდა ვაკეთებ, მაგრამ საიტი გაცილებით სერიოზული ამბავია. თუმცა ერთის თქმა შემიძლია – ბევრი საიტისგან განსხვავებით, თვალს არ ღლის და მარტივად პოულობ რაც გინდა. თან ზედმეტად გადატვირთული არაა, რაც კაია.

  19. გაიხარე. უბრალოება და მეტი არაფერი… მიზანი ასეთი იყო. მიხარია, რომ დამღლელი არ არის. ძალიან მადლობელი ვარ, რომ შემოიხედე. კარგი იქნებოდა ჩვენთან მუშაობდე და პირადი ურთიერთობა მქონდეს შენთან.

    • მე ჟურნალისტი ვარ და მსგავსი რაღაცეები მეეჭვება შევძლო, ისე მივეჩვიე ჟურნალისტიკას🙂

  20. მგონი რაიკინს ჰითხეს რა არისო ბედნიერება და პასუხი მომწონს, ხომ იცი…” ბედნიერია ადამიანი, რომელსაც დილით სამსახურში წასვლა უხარია და საღამოს შინ დაბრუნებაო” . ძალიან მაგარია, როცა შენი საქმიანობა შენც გახარებს და სხვასაც … ღმერთმა გიმრავლოს პროფესიული წარმატება და სიხარული ჩემო კარგო.

  21. ქრისტე აღსდგა!!! გილოცავ ჩემო კარგო. ამ ბრწყინვალე დღის მადლი გფარავდეს ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად.

  22. გვირილა ჩემი ყველაზე საყვარელი ყვავილია❤ და მომწონს შენი წერის სტილი.
    მე შენი მკითხველი ვიქნები:)

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: