შენთან…

რა კაია შენთან…

სხვანაირად ვარ, სრულყოფილად…

რაღაცნაირად, მშვიდად…

აბა როგორ შეიძლება არ ვიყო კარგად, როცა ისე მიყურებ, თითქოს… თითქოს შეუფასებლად ძვირფასი ვიყო.

პატარა ბავშვივით რომ მაჭმევ სალათს და რაღაცებს მატყუებ რომ ბევრი ვჭამო :)

ახლა საშინლად მინდა წვიმაში ვისეირნო, შენთან ერთად… ჩემი ხელი გეჭიროს შენებურად, თბილად და ათას სისულელეზე ვსაუბრობდეთ.

ადრე მეგონა რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არ შეიძლებოდა ასე კარგად ყოფნა რეალური ყოფილიყო. ახლა მივხვდი რომ შესაძლებელია.

შესაძლებელია ჩახუტება საკმარისი იყოს ბედნიერებისთვის…

შესაძლებელია საათები ისე გავიდეს, ვერ გაიგო…

შესაძლებელია “სხივისი” ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს…

შესაძლებელია გიყვარდეს ისე რომ… თითქოს სული გეხუთება…

შესაძლებელია სიმაღლის გეშინოდეს, მაგრამ ხიდიდან ჩახუტებული გადმოხტომა დიდი სიამოვნება იყოს :)

შესაძლებელია ისე გენატრებოდეს, ისე, რომ…

შესაძლებელია იყო ბედნიერი და აცნობიერებდე ამას, აწმყოში! და ეს გაძლევდეს სტიმულს იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო ბედნიერი იყო.

შესაძლებელია გინდოდეს იზრუნო ვინმეზე, მოუარო, თბილად გყავდეს :)

მე მომწონს “ჩვენ”… და ყველაფერი ის, რაც ჩვენია.

გახსოვს, ადრე მინდოდა გავმქრალიყავი ცოტა ხნით, სხვა სამყაროში გადავსულიყავი… ახლაც ასეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მინდა შენთან ერთად დავიკარგო სადმე…

რა კაია შენთან…

About these ads

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2012/06/28, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 24 Comments.

  1. გვირილა <3
    მიდი მიდი ცოტაც მოუხშირე, გვინდა, არა, გვჭირდება შენი პოსტები ^^

    • ^^
      რა საყვარელი ხარ :*
      მინდა დაწერა, გავხსნი ვორდპრესს და დამიძახებენ :D დღეს წვიმდა და ბევრი ნიუსი არ იყო :D

  2. daaxloebit msgavsi posti davwer dges :D ogond imas “shen” erqva :D <3 dzaan sayvareli pstia <3

  3. ჰმმმმ ♥
    სიყვარულოოოოოოოო,სიყვარულოოოოოოოოო :)
    რა საყვარელი ხარ გვირილ <3
    სულ ასეთ ბედნიერებას გისურვებ ♥

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥

    მომენატრე ტუციკო (((( :* :* :* :* <3 ძალიან მომენატრე <3
    როგორ მიხარიხარ <3

  5. ხოხ, კაეშნის სურნელი იფრქვევა?! :) მოომწონს, მოომწონს :) რას ერჩით?! კარგადაა დაწერილი, დაბალ ხმაზე და დამაჯერებლად… უგრძვნია ადამიანს. ვიცი მე რაც აწერინებს ასეთ ტექსტებს. “ბებიაშენმა თუ იცის”-ო აღარ დავწერ ;) კაია კააააი

    • რა იყო ახლა ეს დათო, ირონია ვითომ? :D
      მეც ვიცი რაც მაწერინებს ასეთ ტექსტებს :P

  6. ო, რა მაგარია. <3
    დეჟავუ მქონდა კითხვისას! :))

  7. uppanddownn

    თბილი პოსტია <3 ძალიან მომეწონა

  8. გვირილიკო, სიყვარულის, სითბოსა და სიტკოების ზეიმია შენს პოსტსა და გულში! <3
    დამბურძგლა.. ვეჭვობ, სულ მალე მეც შენს მდგომარეობაში ვიქნები.. ვნახოთ, ვნახოთ! <3

  9. რამდენი ხანია აღარ შემოვსულვარ… მომენატრე და ..რა ვიცი სიტყვები რა საჭიროა… იცი რა მინდა? ძალიან ბევრი წლის მერე, შენს მკითხველს და მეგობრებს ასეთივე გრძნობით სავსე წერილი აჩუქო და დაამტკიცო, რომ წლები ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს. კიდევ მინდა, ის ვინც შენი სიყვარულის ღირსი გახდა, ძალიან გაგიფრთხილდეს შენ და თქვენს ” ჩვენ”-ს. ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგო ხარ შენ …

    • როგორი თბილი კომენტარია მარი…
      იცი, დარწმუნებული ვარ, რომ ის მეც გამიფრთხილდება და “ჩვენც”, ერთმანეთს გავუფრთხილდებით და დავიცავთ. საინტერესო იდეა შემომთავაზე და ვნახოთ რა იქნება ბევრი წლის შემდეგ. მჯერა რომ შევძლებ ამაზე არანაკლებ თბილი წერილი დავწერო.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 576 other followers

%d bloggers like this: