გაზაფხული
გაზაფხული მინდა – სახლშიც, სამსახურშიც, ქუჩაშიც, ფბ-ზეც, ფოტოებზეც, ბლოგზეც და ისეც
დილით მზის სხივმა მინდა გამაღვიძოს, მერე გარეთ გავიხედო და მოწმენდილი ცა დავინახო, ასფალტზე კი ხეების, ფოთლებიანი ხეების ჩრდილები.
მინდა მოვალეობის გამო არ „გამოვიპრანჭო“ და ეს სურვილი დილის მზის გამოგზავნილმა სასიამოვნო განწყობამ მოიტანოს.
მინდა სადარბაზოდან გასვლისას მზის სითბო ვიგრძნო, ღრმად ჩავისუნთქო და საიდანღაც ყვავილების სურნელი მოვიდეს.
სეირნობა მინდა და დაუგეგმავი დღე, მერე ექსპრომტად დაგეგმვა და სასიამოვნო შედეგი.
შაბათი დილა მინდა, ფერადი და სურნელოვანი. დაუღალავად ბოდიალი და კითხვა.
ჩახუტება მინდა, ყველაზე თბილი…
ხელიხელჩაკიდებული სიარული მინდა ყვავილებიან ადგილას, უხმოდ ან თუნდაც ეკონომიურ განათებაზე საუბრით
სითბო მინდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც უკვე ყოველ დღე მაქვს, გული რომ მებერება და ვრძნობ, როგორ ლღვება რაღაც ღრმად გულში.
მზიური მინდა სითბოში, ბოდიალის მერე ჩემს მუხლებზე რომ დადებ თავს და მე ბოლოსდაბოლოს წაგიკითხავ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“
ხო, გაზაფხული მინდა! სახლშიც, სამსახურშიც, ქუჩაშიც, ფბ-ზეც, ფოტოებზეც, ბლოგზეც და ისეც – ყველგან!
მერე რა, რომ მე ცივ ნოემბერშიც მქონდა გაზაფხული. ახლაც მინდა
ოღონდ ამჯერად თოვლიანი კი არა, ყვავილებიანი, ფერადი გაზაფხული.
მზინი, ღიმილიანი გაზაფხული…
Posted on 2012/02/26, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged გაზაფხული, მე ბებია ილიკო და ილარიონი, მზე, მზიური, სითბო, ფბ, ღიმილი. Bookmark the permalink. 43 Comments.





რატომღაც მგონია, რომ ისეთი რამე გჭირს, რის გამოც შენთან უკვე გაზაფხულია
ბედნიერ გაზაფხულს გისურვებ
მადლობა :*
http://i036.radikal.ru/1202/1d/7acd9fada26c.jpg
”ჩახუტება მინდა, ყველაზე თბილი…”
- ეს ყველაზე მაგარი რამეა ხატია … : )
კი ალბათ ნიკა
მიხარია რომ აქ ხარ. :*
:*
აი, აი, აი, გვირილიკო… “ისეც” გინდა გაზაფხული, ხო? : ))
დაფრინავენ პეპლები მუცელში? : ))
ცდილობენ მარიამ
მეც მინდა
[ჩახუტებისა და ხელიხელჩაკიდებული სიარულის გამორიცხვით] ^^
ნუ, ეს ახლაა ასე, თორემ მერე იქნებ არც გამორიცხო
ნებისმიერ შემთხვევაში, გაზაფხული მაინც მოვა, თან ძალიან მალე
იქნება-თქო ვინ წუწუნებს, არ მინდა-თქო ^^
კაი ჰა, არ გინდა და ნუ გინდა
<3
^_^ :*
გვირილა მომენატრე <3 ცოტა ხშირად წერე ხოლმე :*
მეც მომენატრე იბი, მართლა :*
მინდა ხშირად ვწერო, მარა ბოლო დროს ძალიან გადავიტვირთე. გუშინ მოვრჩი ბოლო საგამოცდო თემას და “პოსტიც” დავაგდე
მადლობა :*
ველოდები შენს ახალ პოსტებს :*
კაი, ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდები
:*
ეჰ..მეც მინდა გაზაფხული.. <3 გოგო რაა ეს? გაქრები და გამოქრები,მერე გამოჩნდები და მერე ისევ გაქრები. მოდი გოგო,მოდი ! :დ მალ-მალე მოდი ხოლმე.
მალე მოვა გაზაფხული, ნახე თუ არა


სამსახური+გამოცდები=გაქრობას
მინდა ხოლმე ხშირად შემოვიხედო, მარა დროის დეფიციტი მაქვს
მადლობა :*
იმედია გამონახავ ხოლმე დროს :*
:*
აი დღეს რა მაგრად თბილა! სითბო <3
მიუხედავად იმისა, რომ ეს კომენტარი ერთი დღის დაგვიანებით ვნახე და დღეს არც თუ ისე თბილა, მაინც ვფიქრობ, რომ სითბოს მხოლოდ ამინდი არ განაპირობებს და ცივ ამინდშიც შეიძლება თბილოდეს ^_^
კი სრულიად გეთანხმები, მაგრამ ამ დღეს ამინდიც დაემთხვა!
))
ნუ, ორმაგად რომ თბილა თავისთავად უკეთესია
ეგ მეც მინდა!
გუშნდელმა თბილმა ამინდმა იმხელა ენერგია მომცა 1 კვირა მეყოფა…
მე მზეს ფანჯრიდან ვხედავ უკვე, ასე რომ, ბევრი არაფერი შეცვლილა კონკრეტულად გუშინდელი ამინდით.
აი, შაბათ-კვირასაც რომ კაი ამინდი იქნებოდეს…
ჩემს სულში უკვე გაზაფხულია
<3 ამ ბლოგზე ძალიან დათბა..
გვირილიკო <3
კაი გაზაფხული შენს სულში
მიხარია თუ დათბა ბლოგზე ^_^
^_^
დავდნიიი…
სიყვარული მინდა…
მოვა ალბათ მალე, სად წავა
gamarjobat. gogoebo es chemi blogi rogor gadaviyvano qartl enaze? shegidzliat damexmarot axali var
კი, რა პრობლემაა. ოღონდ მითხარი კონკრეტულად რას გულისხმობ. ბლოგის სახელს? პოსტებს? მომწერე gvirilaa@yahoo.com და რაც შემიძლია დაგეხმარები
madloba sixaruli. shemovdivar xolme da vatvaliereb tbili adamiani xar da yvelafers egre xedabv momwons
მადლობა შენ.
წარმატებებს გისურვებ.
warmatebebi shenc…
მეც მინდა ,,მზიანი და ღიმილიანი” გაზაფხული…
მოვა მალე, ნახე თუ არა
პ.ს. პირველად ხარ ჩემთან ხო? კიდე შემომიარე, დაგელოდები
მე დაგელოდები და შევეცდები ახალი რამე დაგახვედრო